“საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა” – კილაძე

“ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა” – ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სოფო კილაძე წერს. მისი თქმით, არ იყო წინასწარ განსაზღვული, რომ სხდომა გავრილოვს უნდა წაეყვანა.

“სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,” – წერს სოფო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს