საშემოდგომო და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

საშემოდგომო და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით დაახლოებით, 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
რაც შეეხება მზადებას ზამთრის სეზონისთვის, მისი თქმით, დღესდღეობით აქტიურ ფაზაშია მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ჩვენი ზამთრის ტურისტული პოტენციალისა და ჩვენი ზამთრის კურორტების წარმოჩენას გულისხმობს.
“გამოყენებულია სხვადასხვა მარკეტინგული არხები, მათ შორის, პირდაპირი სატელევიზო რეკლამა, სპეციალურად საქართველოს შესახებ მომზადებული გადაცემები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტების ჩამოყვანა. ჩვენი ზამთრის კურორტები უკვე ძალიან მალე გაიხსნება მოსახლეობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული წელი გვექნება”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, საშემოდგომო და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
“1 იანვრიდან 10 ოქტომბერის ჩათვლით ჩვენ საქართველოში 7%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მოვიზიდეთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სოროსის ფონდი “არასასურველად” აღიარეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა