სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე,
ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის
უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების
კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის
უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.

თემურ კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე
პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

ქართულმა დელეგაციამ, მოკავშირეებთან ერთად, ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი მიმოიხილა და
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი ასევე
შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს
გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან,
ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების
განმტკიცების საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილი და იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ