3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2 000 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ი. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის იძებნებოდა.

„დაკავებული ბ.ი. საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ მაშინ შემივიდა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს, ომანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართება
შემდეგი სტატიაევროპის საბჭო წევრი ქვეყნებისგან უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს