სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Porter-ს (DDG 78) მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო
ხომალდ USS Porter-ს (DDG 78) მასპინძლობს.

ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს
შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
USS Porter-ის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით
ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,
გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები.შეხვედრები კი
დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

USS Porter, აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში,
მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს. USS Porter ხელს უწყობს შავი ზღვის
რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების
მხარდაჭერას ევროპაში. ხომალდის მეთაურია II რანგის კაპიტანი ქრეგ ტრენტი.

ხომალდ “USS Porter”-ის საქართველოს პორტში შემოსვლამდე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ამერიკის შეერთებული
შტატების საზღვაო ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
სწავლებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი – “დიოსკურია” და
“ოჩამჩირე” და აშშ-ის მეექვსე ფლოტის 2 ხომალდი: USS Porter (DDG 78) და
USS Oak Hill (LSD 51). წვრთნების მიზანია საქართველოსა და აშში-ის საზღვაო
დანაყოფების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს.
ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა
და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში – ICHEP-2020 მონაწილეობას მიიღებენ