სასაზღვრო პოლიციას “აილენდის” კლასის საპატრულო კატარღები ოქტომბერში გადმოეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ამერიკული მხარე “აილენდის” კლასის 2 საპატრულო კატარღას საჩუქრად გადასცემს. კატარღები „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ ოქტომბრიდან შეუდგებიან საქართველოს სანაპირო დაცვის ამოცანების შესრულებას საზღვაო სივრცეში.
სრულად გარემონტებული და ახალი სანავიგაციო სისტემით აღჭურვილი ხომალდები ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს უფრო სრულფასოვნად შეასრულოს დაკისრებული ამოცანები, მიიღოს მონაწილეობა ნატოს წვრთნებში და სხვა საერთაშორისო თანამშრომლობაში, უფრო ეფექტურად მოახდინოს ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, ზღვაზე არალეგალური საქონლის და იარაღის ტრანსპორტირების, ნარკოტიკების გადატანის თუ სხვა უკანონო საქმიანობის აღკვეთა.
საპატრულო კატარღების გადმოცემა ამერიკის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიახალი დეტალები რუსული ავტომანქანების კოლონის თაობაზე
შემდეგი სტატიასარჩელი რეალურად შედის სწორედ რუსეთის წინააღმდეგ