სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის
ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის
საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი „წითელი ხიდის“
ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები –
1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად
უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის
სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით,
უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი
ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში
ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა