სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების
დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის
დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით
მცურავი ტანკერი “MARVEA” დააკავეს.

ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

“MARVEA”-ს კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ
დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი
ნაოსნობის უფლება მიეცა.

banner
წინა სტატიაშისასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მოლოდინები დავით გარეჯის ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური