15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

“დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.
შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.
ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია” -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ჰყვება, რომ მას პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქმული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაფრანგული კინოს ცნობილი მსახიობი, მომღერალი და მწერალი მარინა ვლადი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა