სასაფლაოებზე შესვლა 4 მაისის ჩათვლით იკრძალება

საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა დღესაც იმოქმედებს. შეზღუდვა 2 მაისიდან ამოქმედდა და 4 მაისის ჩათვლით არის ძალაში.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სადღესასწაულო დღეებში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათი დანაყოფები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ. მათივე ცნობით, პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

ამასთან, შსს-ში აღნიშნავენ, რომ სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვის დამრღვევი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს