სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართლადამცავებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან