სასამართლოსთან „გამარჯვებული საქართველოს“ ინიციატივით, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

region
ავტ.: region სექტემბერი 19, 2019 14:09

სასამართლოსთან „გამარჯვებული საქართველოს“ ინიციატივით, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „გამარჯვებული საქართველოს“ ინიციატივით, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, 20-21 ივნისს დაკავებული ადამიანები არიან პოლიტპატიმრები და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ არა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც 20-21 ივნისს მომხდარი ფაქტების შემდეგ დააკავეს და დღემდე პატიმრობაში რჩებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

დღევანდელ პროცესზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი ბრალის შესაბამისი არ არის.

region
ავტ.: region სექტემბერი 19, 2019 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics