სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების, ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი კვლავ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. კერძოდ კი, მოწმეებს დაკითხავენ. სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 588 თბილისში გამოვლინდა, 113 იმერეთში, 110 სამეგრელო-ზემო სვანეთში
შემდეგი სტატიაპროფკავშირები: გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია