თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით უკვე 10-ზე მეტი ადამიანი გააძევეს. ძალით გაყვანილებს სხეულის სხვადასხვა ადგილეზე დაზიანებები აღენიშნებათ.
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების და პოლიტიკოსების სასამართლო პოცესები მიმდინარეობს, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მანდატურები ძალის გამოყენებით ცდილობენ პროცესზე დასწრების მსურველები სასამართლო შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანონ.
რამდენიმე პირი ცუდად გახდა, ტვ-ების მიერ გავრცელებულ კადრებში და ჩართვებში ჩანდა გოგონა, რომელიც ძირს დაეცა.