სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილსა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის დაპირისპირება მოხდა

მე მზად ვარ, ჩავბარდე სიხარულით ნებისმიერ ორგანოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილსა და ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის დაზარალებულ მენაშენეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერვალიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ არც ერთი დაზარალებული ამ დრომდე არ მოითხოვდა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლების დაკავებას, რამაც დაზარალებულების გაღიზიანება გამოიწვია. დაზარალებულებმა კერვალიშვილი სიცრუეში დაადანაშაულეს.

“ცენტრ პოინტის” საქმეზე ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის ეპიზოდზე სასამართლოს არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების 10 მოწმე დაიკითხება.

საქმეზე “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ასევე “დექსუსის” დამფუძნებელ ივანე ცაგურიას თანხების მითვისებას და თაღლოთობის ბრალდება აქვთ წაყენებული. სამივე მათგანს გირაო აქვს შეფარდებული. მაია რჩეულიშვილი კი ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიფონდი “იავნანა”: ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია გრძელდება
შემდეგი სტატია“პროკურატურის მოლოდინი იყო, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე გამოძიებასთან ითანამშრომლებდა და ასეც მოხდა”