თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე მაგისტრატი მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით გამოიკითხება. გამოძიების კითხვები უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება.
გამოძიების ახალი ტალღა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმრო წერილს მოჰყვა, სადაც ის კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარ თვითმკვლელობებზე პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობს.
„რა გახდა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“, — აღნიშნული იყო ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.








