სასამართლოში, გურამ დონაძესა და ია მეტრეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. ბრალდებულებსა და რობაქიძის ახლობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის მხარემ ზაზა ბაქრაძის დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა და განაცხადა, რომ ის როგორც ბრალდების მხარის მოწმე არ უნდა დაიკითხოს. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს , სოსო რობაქიძეს და მის ძმას. სხდომაზე იმყოფება საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელმაც პროცესზე განაცხადა, რომ სურს სასამართლოს წინაშე სიმართლე თქვას.
“მინდა ვალი მოვიხადო იმ ადამიანების წინაშე ვისაც აღარ ჰყავთ 19 წლის ბიჭი, რომელიც ახლა 33 წლის იქნებოდა.

მათ მოვუხდი პირველ რიგში ბოდიშს და ჩემს შვილებს. მე ჩავიდინე დანაშაული. მართალია, მათი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის გაგრძელება, რაც ამას მოჰყვა, არანაირად არ იყო ამაზე ნაკლები. მე ეს გადაწყვეტილება გუშინ ან გუშინწინ არ მიმიღია.

2013 წელს მე სატელევიზიო ეთერში იგივე ვთქვი, უბრალოდ იყო მომენტი, რასაც სასამართლოს მოვახსენებ, რამ შეუშალა ხელი იმას, დეტალურად მეღიარებინა დანაშაული”, – განაცხადა ბაქრაძემ.

20 თებერვალს გურამ დონაძემ რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეომასალა წარადგინა.

banner
წინა სტატიაში„ქართული მარშის“ წევრებმა სასამართლოზე „მამაო ჩვენო“ წარმოთქვეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ლუკაშენკოს ნაჩუქარი ტრაქტორით