7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე პროცესზე, სადაც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იკითხება. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაკალაძე: მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი სად იქნება, მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ ამ პრობლემებთან ერთად ცხოვრება