სასამართლოში არიან ავტორიტეტები-მაია ვაჩაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს

ჩემი თავის უფროსი მე ვარ – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მაია ვაჩაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრების დროს დასმულ კითხვას.

მაია ვაჩაძეს გასაუბრების დროს კითხვა მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით დაუსვეს. კითხვა ჩინჩალაძის გავლენებს შეეხებოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა გავლენა ჩინჩალაძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, მაია ვაჩაძეზე. ამაზე პასუხად კი ვაჩაძემ აღნიშნა, რომ გავლენა არ ჰქონია.

ვაჩაძეს ასევე ჰკითხეს სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სასამართლოში ავტორიტეტები ნამდვილად არსებობენ, თუმცა ტერმინი კლანი შეუსაბამოა.

ვაჩაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება და ამჯერად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. მას 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჩაძე უკვე 20 წელია, რაც უზენაეს სასამართლოში მუშაობს.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2-ის” ჟურნალისტები დიპლომატებსა და საერთაშორისო წარმომადგენლობას შეხვდნენ
შემდეგი სტატია“ნომერ პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე უნდა დაიკითხოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი” – ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებზე დღეს გამოკითხავენ