28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

სასამართლოში აქტივისტებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირება იყო

სასამართლოში აქტივისტებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოში 26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვა იწყებოდა და დამსწრეები სასამართლო დარბაზში შედიოდნენ.

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა კი, რამდენიმე ადამიანი სასამართლოს შენობიდან გააძევეს.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე ორი პირი, მათ შორის საქართველოს შსს-ის ყოფილი თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაბახმაროში იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალი გააუპატიურეს