“სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი “

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის აეჩევის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი.
”ყველამ თავი უნდა შეიკავოს სასამართლოს საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევისგან, სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი. სასამართლოს მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა იყოს ზეწოლის არანაირი ნიშნები. საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური შეფასებებისგან იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში”- განაცხადა ომბუდსმენმა.

დღეს გახდება ცნობილი ვინ უხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლოს. თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 წევრი ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს.

მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ჩვენი კანდიდატები იბრძოლებენ ყველა უბანზე
შემდეგი სტატიათბილისიმარათონის ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო