სასამართლოს სხდომაზე ჟურნალისტს მოძალადე განასჯელის სკამიდანაც დაემუქრა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ძალადობრივი დაჯგუფების წევრების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში – 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ამჯერად პროკურორებს დაუპირისპირდნენ. დაცვის მხარის გაღიზიანება ვიდეო-მტკიცებულებების განხილვას მოჰყვა, კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ ბრალდებულები არხის ოპერატორს.

ერთ-ერთი დაკავებული დეა მამისეიშვილის საცხოვრებლით დაინტერესდა, რასაც ჟურნალისტის რეპლიკა მოჰყვა: “რათ გინდათ ჩემი მისამართი, რომ თქვენი თანამოაზრეები მომიგზავნოთ?”

ჰომოფობიურ და ძალადობრივ კონტრაქციებზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია მხოლოდ 27 ადამიანი.

 

banner
წინა სტატიაშისუბარი სააკაშვილზე: ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს
შემდეგი სტატია„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება