სასამართლოს რეფორმაზე მესამე სექტორის ინიციატივებს ნინო გვენეტაძე არ იზიარებს

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინიციატივები სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის მიუღებელია. ნინო გვენეტაძეს დღეს მესამე სექტორმა საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.

„მათ მიერ შემუშავებული წინადადებები დღეს უკვე წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს შორის, საკანონმდებლო გაუმჯობესებას ვერ დაეხმარება,“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მესამე სექტორის პრეტენზიები მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის ლევან მურუსიძისთვის. მისი თქმით, საბჭოს რეს არსებულ კანონმდებლობასთანაც ქონდა პრეტენზიები, თუმცა პარლამენტმა ის არ გაითვალისწინა.

„დამიჯერეთ ლევან მურუსიძეს ერთ წელიწადში გასდის ვადა და ის წავა ამ თანამდებობიდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხელმძღვანელებს იმ კანონით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს,“ – აცხადებს ლევან მურუისძე.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, სასამართლოზე ვერანაირ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ განახორციელებს ივანიშვილი”
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე – შეფასება, ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია