სასამართლოს პრობლემა Freedom House-მა, რომ არ მითხრას, ამას ისედაც ვგრძნობ – ლევან გოგიჩაიშვილი

Freedom House-ის ანგარიშს, სადაც ივანიშვილის გავლენებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან ერთად სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიშში რომ არ ასახულიყო, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ეს მისთვის ისედაც თვალსაჩინოა.

გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრობლემა უფრო გამწვავდეს.

„სასამართლოს პრობლემა Freedom House-მა, რომ არ მითხრას, ამას ისედაც ვგრძნობ… ეს არის რა თქმა უნდა, პრობლემა და კიდევ უფრო მეტად გამწვავდება პრობლემა. სასამართლო დღეს არის ქვაკუთხედი, რა გზით მივდივართ ჩვენ – ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარება თუ ეს არის ის ფორმულა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა – ადრე ცუდები იყვნენ და დღეს კარგები გახდნენ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება დემოკრატიულ განვითარების ფორმულას,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.

ანგარიშში სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, სასამართლოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ჩარევა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ისევე როგორც კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა სასამართლო განხილვების დროს.

banner
წინა სტატიაშიაიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი – ნიკა მელია
შემდეგი სტატიარაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება…უნდა მიაფურთხო ამათ ყველას…