15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გიორგი ხაინდრავას ადვოკატიც გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატიც გაასაჩივრებს.

ხაინდრავას ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქმე გაგრძელდება საერთაშორისო დონეზეც და საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გადავა.

„მოლოდინი მქონდა [გამამტყუნებელი განაჩენის] მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ყველაზე ცუდი, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ სრულად დააკმაყოფილა და გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ძალიან საინტერესოა როგორ შეიძლება დაასაბუთოს მოსამართლემ, რადგან ყველა ვისმენდით თუ რა ჩვენები მისცეს სასამართლოს ე.წ. ოქროს მოწმეებმა , ვგულისხმობ ღუდუშაურის ჩვენებას და ტუკვაძის ჩვენებას. როგორც ტუკვაძემ, ასევე ღუდუშაურმა სასამართლოში დაადასტურეს.

ეს ის მოწმეები არიან, რომლებისაც სჯერათ, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, რომლებმაც თქვეს, რომ ხაინდრავა არაფერ შუაში არ იყო. მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძემ საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა,რომ ხაინდრავა არის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანი და მის როლს საერთოდ ვერ ხედავს, მაგრამ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ შევძლებთ 3 მოსამართლის დარწმუნებას. პროკურატურა საკუთარ თავთან და მოწმეებთან მოდის წინააღმდეგობაში.

აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს საქმე ხაინდრავას ნაწილში აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში“,- განაცხადა ჭკადუამ.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორი: თუ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში წაიღებს, ბრალდების მხარე ეცდება საკუთარი პოზიციების დასაბუთებას