სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი კიდევ ერთ სკანდალში ეხევა. ამჯერად, დავით მატიაშვილს, სასამართლო პროცესზე მოსული ქალბატონისთვის პირადი შეურაცყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
კახა ჯაფარიძე კი აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ ეს ის შემთხვევა იყო როდესაც, აქტივისტების დევნაში მხილებულ მატიაშვილს ამჯერად ის აქტივისტები აშველებდნენ, ვისაც უკვე თვეებია თავად რეპრესიებს უწყობს.
დღეს მოხდა ერთი საკმაოდ საინტერესო და პარადოქსული ფაქტი, როდესაც აქციის მონაწილეები აშველებდნენ მატიაშვილთან დაპირისპირებულ მოქალაქეებს და არა აქციის მონაწილეებს. აქ მატიაშვილი მისდევს მსხვერპლს,” – წერს კახა ჯაფარიძე.



















