ამერიკის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლო ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს კონსტიტუციის იმ დებულების მიხედვით, რომელიც კრძალავს თანამდებობა დაიკავონ პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ “აჯანყებაში”.
სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მისი როლის გამო. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება, რათა გაუქმებულიყო შედეგები, რომლითაც ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდა.
კოლოდაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, საბოლოო გადაწყვეტილება კი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს და თქვას შეუძლია თუ არა რესპუბლიკელების კანდიდატს დარჩეს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
ტრამპის კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.
“კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ამაღამ გამოაცხადა სრულიად არასწორი გადაწყვეტილება და ჩვენ სასწრაფოდ გავასაჩივრებთ შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში და პარალელურად მოვითხოვთ ამ ღრმად არადემოკრატიული გადაწყვეტილების შეჩერებას”, – თქვა ტრამპის კამპანიის სპიკერმა.