სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე გადის აღსასრულებლად – ნიკა მელია

საქალაქო სასამართლოს მიერ “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე დამდგარ განაჩენზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, საქმე არის აბსოლუტურად აბსურდული და გადაწყვეტილება კოლექტიური ბექა ოდიშარიას მისაღებია.
“ეს ბრძოლა არის ძალიან მართალი, ბრძოლა ეხება ამ ქვეყნის თავისუფლებას. 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე და 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული.

2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი და მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ყველა ადამიანს გაუკეთდა განრიდება და შეწყდა სისხლის სამართლის დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში. იმ წლებში პოლიტიკაში ჩავერთე და არ იცოდნენ რა გაეკეთებინა. რაიმე დაკავების საფუძველი რომ მიეცა ხელისუფლებისთვის ამ საქმეს, ამას დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ფრთებს.

ეს არის აბსოლუტურად აბსურდული საქმე. დღევანდელ გადაწყვეტილებას, რაც გადის, კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღასასრულებლად, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს და აბუჩად იგდებს, კიდევ ერთხელ ჩაუგდო კენჭი ოცნების დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია იქნება მათი კოლეგა თუ არა პარლმენტში.” – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვისაც საზოგადოებაზე კარგი კუთხით შეუძლია გავლენის მოხდენა, გაანეიტრალოს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” მოსამართლეთა სიის გაპარებას გეგმავს – ანა დოლიძე