„სასამართლოს დაველოდოთ და მივიღებთ შედეგს. რაღაცას რომ დაგაბრალებენ, თქვენ რას იზამთ? აღიარებთ?“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„სასამართლოს დაველოდოთ და მივიღებთ შედეგს. რაღაცას რომ დაგაბრალებენ, თქვენ რას იზამთ? აღიარებთ?“ – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. დღეს ასევე ჯიშკარიანის ადვოკატი შუამდგომლობას დააყენებს და ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვას მოითხოვს. როგორც მარიამ კუბლაშვილი ამბობს, თამთა თოდაძისა და დედამისის ჩვენებები იდენტურია.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი რუსეთთან პოლიტიკური ფორმატის შექმნის თაობაზე, პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის”-ივანიშვილი