სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს…გამოექანეთ მთაწმინდიდან – ჯაფარიძე “ოცნებას”

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მიუტანეს სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვით, პარტიის შემოსავლების დამალვაში ადანაშაულებენ და 143 ათასის გადახდას ავალდებულებენ:

“სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს

პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო

1. 502 ტრანზაქციით 28,327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს ვინ შემოგწირათო
ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 56 ლარი

2. 92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთსო

490 ლარი

ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 5 ლარი

3. უცხოურ ვალუტაში გაქვთ 6,000 დოლარი მიღებულიო

(სინამდვილეში შეეშალა ჩვენ მხარდამჭწერს და აქედან 4,000 დოლარი უკან დავუბრუნეთ)

ჯამში 47,590 ლარი მიიღეთ უკანონოდ და დამალეთო

დამალეთო თან :))

ახლა ეს 47,590 ლარი აიღეთ, ორი ამდენი, 95,181 ლარი ზემოდან დაამატეთ და ბიუჯეტში ამოიტანეთო

ანუ, 143,000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ ჩვენ, პარტიას რომელიც ყოველთვე ლარ-ლარ ვაკეთებთ ფანდრაიზინგს რომ გადავრჩეთ და ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ

ცოტა ხნის წინ paypal-ის ანგარიში გამიჩერეს რომ საზღავრგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მხარდამჭერებმა ვერ დამაფინანსონ მარტივად

ჩვენი პოლიტიკოსების და წევრების ნაწილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების ანგარიშებზე ინკასოებს ადებენ, ნაწილს ჯარში იწვევენ, ნაწილს ახლობლებს უგზავნიან და არწმუნებენ რომ უნდა შეეშვან პოლიტიკურ აქტიურობას, ნაწილს ტროტუარზე დგომისას იჭერენ და აჯარიმებენ რადგან მისი სტატუსები არ მოსწონთ

და ეს ხდება ქვეყანაში სადაც ასობით მილიონს ხარჯავს შავად თუ თეთრად მმართველი პარტია რომ ძალუფლება არ დაკარგოს

ქართული ოცნება / Georgian Dream

თქვენი შეშინებულის დედაც, გამოექანეთ მთაწმინდიდან” წერს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიხმაური მარტვილის საკრებულოს სხდომაზე
შემდეგი სტატიაწალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია “საქართველოსთვის” გონერი კვარაცხელია უხელმძღვანელებს