14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის თაობაზე ალეკო ელისაშვილის ბრალდების საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

ტერორისტული აქტის ეპიზოდზე ბრალდებულ, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ მიიღო.

სხდომაზე ბრალდების მხარე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას ითხოვდა, დაცვის მხარე კი წარმოების შეწყვეტას. ადვოკატების თქმით, ოდოროლოგიური კვლევის ნიმუში წვიმიან ამინდშია აღებული, ექსპერტიზაში მონაწილე ძაღლების შესახებ ინფორმაცია კი არ არსებობს და დასკვნის კანონიერება ბუნდოვანია.

დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვები 4 ივნისს დაიწყება.

აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილ ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირაჟდენ კუპრაშვილი: ლევან ახობაძე თბილისში, დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს
შემდეგი სტატიაკუპრაძე: ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, ივანიშვილის განზრახვაა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა კიდევ გადაავადოს