სასამართლომ ზვიად კუპრავას 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

სამართალდამცავთა “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მოხდარ ფაქტს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას ზვიად კუპრავა თავს დაესხა. მისივე განმარტებით, სასამართლოს ეზოში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამასთან, ზვიად კუპრავა მსჯავრდებულია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. კუპრავა პენიტენციურ დაწესებულებას 24 ნოემბერს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მოითხოვს, 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე: სამედიცინო ნარჩენები განსაკუთრებით საშიში ეპიდემიების გავრცელების პოტენციური წყაროა