სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

gulis eleqsiri

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პატიმრობა შეეფარდა ზვიადაურთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილსაც.

ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ დაღუპული ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შუამდგლომლობაც დააყენა. ზვიადაურს თავდებში ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთო ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი უდგებოდნენ, თუმცა, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.

წინა სტატიაშიეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან
შემდეგი სტატიათელავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა ალექსიძე „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას პარტიას უერთდება