რა მოხდა ზუგდიდში-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დროებითი მოთავსების იზოლატორში?

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

2016 წლის 10 აპრილს, ზუგდიდის ცენტრში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მერიის თანამშრომელმა გიორგი ტიბუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლისძმამ, თემურ თოდუამ, რომელიც საკრებულოს თანამშრომელია,პროვოკაციის მიზნით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სუს-ის თანამშრომელ გია სალიას.
აღსანიშნავია, რომ ტიბუა და თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა გოგიას სამსახურებრივი ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი FXF-520) მოძრაობდნენ.
ინცდენტის შემდეგ, ტიბუა და თოდუა დააკავეს. მათ ღამე დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარეს.”თაიმერის“ იმფორმაციით, სასამართლომ ლაშა გოგიას ცოლისძმა 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ტიბუას საყვედური გამოუცხადეს.

 

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებზე პოლიციური ტერორი გრძელდება…
შემდეგი სტატიაკაჩინსკიმ სმოლენსკის კატასტროფაში ტუსკის მთავრობა დაადანაშაულა