სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სხდომა არჩევნების შემდეგ დანიშნა -კოტე იოსელიანი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის გადაიდო. როგორც ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა კოტე იოსელიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სხდომა არჩევნების შემდეგ დანიშნა.
“პოლიციამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლო ორსაათიანი ვიდეო მასალის გაშიფვრა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში, სადაც დადასტურდებოდა, რომ თითქოს ჩვენ პოლიციელებს არ ვემორჩილებით. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას პროცესის გადადების შესახებ, დაეთანხმა. ჩვენ გადადებაზე თანახმა ვიყავით, თუმცა გვსურდა არჩევნებამდე ჩატარებულიყო სასამართლო, რადგან ბრალდებულთა შორის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან”, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ოზურგეთში მწყემსს დახმარება აღმოუჩინეს
შემდეგი სტატია„სამწუხაროა საზოგადოებამ პასუხი რომ ვერ მიიღო რატომ იყიდა თიბისი ბანკმა ივანიშვილ-კალაძე-გავრილოვის პროგრესბანკი“ – რომან გოცირიძე