25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მათი ცნობით, დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, დაზარალებულს მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა, ასევე აიძულებდა მოწყალების თხოვნას, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას თავად ეუფლებოდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი: უკრაინა მხარს უჭერს პოლონეთთან დიალოგს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: პოლიტიკური ფიგურები რომ მართავდნენ ოპოზიციას, რა შედეგი დადეს? – თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ