8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სასამართლომ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის განცხადებით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მიმართ იძულება განახორციელა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშირას წერს ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმეზე – წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიალატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს