17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

სასამართლომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს , რომელიც სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ყოფილი მეუღლის გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა