სასამართლომ სავჩნკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ სავჩნკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ სავჩნკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯადონეკის სასამართლომ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავცენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში.

გამოძიების მტკიცებით, სავჩენკომ 2014 წელს უკრაინელ სამხედროებს გადასცა კოორდინატები, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და მოკლეს ორი რუსი ჟურნალისტი. მას, ასევე ბრალად ედება რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაც.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ რუსი ჟურნალისტების მკველელობის მომენტში უკრაინელი მფრინავი უკვე დაკავებული იყო. იგი მძევლად უკრაინელმა სეპარატისტებმა აიყვანეს, შემდეგ კი, მისი ნებართვის გარეშე, გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე.

უკრაინელი მფრინავი 2014 წლის ზაფხულიდან რუსეთში საპატიმროში იმყოფებოდა. სავჩენკო დანაშაულს არ აღიარებს.

ამავე დროს, ადვოკატების მტკიცებით, ის არც განაჩენს ცნობს და შესაბმისად მის გასაჩივრებასაც არ აპირებს.

უკრაინელი მფრინავი ქალის გათავისუფლებას ითხოვენ აშშ და ევროკავშირი. რუსეთში კი აცხადებენ, რომ სავჩენკოს, როგორც სამხედრო ტყვის,  გაცვლის საკითხი  მხოლოდ განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეიძლება, განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ  მოსამართლე დღეს იძულებული გახდა,  პროცეზე შესვენება გამოეცხადებინა, რადგან მოსამართლოს მიერ განაჩენის კითხვის დრო სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბრიუსელის აეროპორტში ტერორისტის გვამი იპოვეს კალაშნიკოვთან ერთად