სასამართლომ სავჩენკო მაისის ბოლომდე თავისუფლებაზე დატოვა

7 მაისს სასამართლო სხდომის დაწყებამდე უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ნადეჟდა სავჩენკოსა და ვლადიმირ რუბინის დაპატიმრების შესახებ. სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის განხილვაზე იმის გამო, რომ ადვოკატები არ ესწრებოდნენ სხდომას.

სავჩენკოსა და რუბენს პროკურატურამ ბრალი ტერაქტის მოწყობაში წაუყენა. ისინი ციხეში თითქმის წელიწადი იყვნენ, 16 აპრილს კი ტექნიკური პროცედურების გამო ორივე გაანთავისუფლეს – “დოიჩე ველე” წერს.

სამი კვირის მანძილზე სავჩენკო უმაღლეს რადაში სხდომებს ესწრებოდა, ასევე, არაერთხელ იყო გენერალურ პროკურატურაში, სადაც მის ხელმძღვანელ იური ლუცენკოსთან შეხვედრას ითოვდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მაღაზიაში ოთხი მძევალი აიყვანა
შემდეგი სტატიაშერემეტევოში მომხდარი ავიაკატასტროფის მთავარი ვერსია მფრინავების შეცდომაა