თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირის პროცესი დასრულდა.
მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ 13-ვე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა. ამასთან, სხდომაზე მხარეებმა ვიდეო-მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ცნობისთვის, იური ლომიძეს კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.















