სასამართლომ სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია კანონდამრღვევად ცნო და პარტია “დროა”-ს წევრის, მარიამ სიჭინავას შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ სიჭინავა წერს.
“პროტესტის ერთი წლის თავზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდის მთავარი პროპაგანდისტი, სამხარეო რწმუნებული ადმინისტრაციის ლოთი უფროსი, ლაშა გვასალია კანონდამრღვევად ცნო და ჩემი შეურაცხყოფისთვის 500 (😀) ლარით დააჯარიმა. 🤡” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “დროა”-ს წევრი, მარიამ სიჭინავა.
ცნობისთვის, სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფი გუშინ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გვასალია არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, ავტომობილსაც ნასვამი მართავდა.


















