სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის შსს-ს მიმართ არ დააკმაყოფილა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 30, 2018 22:10

სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის შსს-ს მიმართ არ დააკმაყოფილა

კიევის სამხარეო სასამართლომ 30 მაისს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის შსს-ს მიმართ, არ დააკმაყოფილა. პოლიტიკოსი მოითხოვდა სამინისტროს ბრძანება, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკანონოდ ეცნოთ.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 2017 წლის ივნისში თავისი ბრძანებით პოლიტიკოსს, რომელიც ოპოზიციაში იყო, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ფორმალური მიზეზი იყო ინფორმაცია გრაფაში: “უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სასამართლოსა და ძებნაში არ იმყოფება”, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს საქართველოში სააკაშვილზე რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული – “დოიჩე ველე” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 30, 2018 22:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics