სასამართლომ “რუსთავი 2-ის” უძრავი ქონება დააყადაღა

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყადაღა დაედო “რუსთავი 2-ის” უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას.

“აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით”, – წერს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” აქციზის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს
შემდეგი სტატიაგოგი წულაია – უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს