სასამართლომ ქმრის მიერ ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, ქმრის მიერ მოკლული მარიამ წივწივაძის ოჯახის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და შსს-ს მოკლულის ოჯახის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. შსს-ს, სარჩოს სახით, გარდაცვლილის შვილისთვის ყოველთვიურად იმ ხელფასის ოდენობის ნახევრის გადახდა დაეკისრა, რასაც წივწივაძე იღებდა. სამინისტროს ამ თანხის გადახდა მანამდე მოუწევს, სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება.
ოჯახის ადვოკატის, სოფო გოგიშვილის განცხადებით, მარიამ წივწივაძემ ექვსჯერ მიმართა სახელმწიფოს დასახმარებლად, მაგრამ მოძალადის მიმართ არც ორდერი გაცემულა და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 2014 წლის 17 ოქტომბერს მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

banner
წინა სტატიაში,,ექსპერტიზის დასკვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს”-ადვოკატი
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილი შეეცადა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა – პანკისის სპეცოპერაცია