33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა. ამასთან, მის მიმართ დაწესებულია ელექტრონული ზედამხედველობაც (სამაჯური).

სოფია სიგუას ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, ძალადობის ფაქტებს თბილისის პროკურატურის მიერ ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედება და დაწყებული სისხლის სამართლის საქმე ადასტურებს. მისი თქმით, ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის ძალაში დატოვება ადასტურებს იმ რეალურ საფრთხესა და რისკებს, რაც მსხვერპლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა.

იოსებ სიგუას ინტერესების დამცველი მხარე კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისიორიძე: რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში, წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება
შემდეგი სტატიაპროკურორი: მოწმის თქმით, “ქოლ ცენტრებს” სუს-ი მფარველობდა, ხოლო ნაღდ ფულს გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი კრებდა