სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო. საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ შს სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად რატიანმა რომელიც სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, 7 დღის ვადაში ჯარიმის სახით 2000 ლარი უნდა გადაიხადოს.

მოსამართლემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება საახალწლო დღესასწაულების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რატიანის მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიყენებდა.

დაცვის მხარეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

ზვიად რატიანი რამდენიმე დღის წინ საპოლიციო კონტოლის დროს დააკავეს. მას ბრალად ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმე – საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაზვიად რატიანი – მოსამართლე ლირიკოსი შემხვდა