21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

გიორგი ახობაძე ვატო შაქარიშვილის პოსტზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძე 3 000 ლარით დააჯარიმა. სამართალდამცავი უწყება მას საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას ედავებოდა, რაც სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილის მისამართით დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს უკავშირდებოდა.

საქმე ეხება ახობაძის მიერ ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ფეისბუკ-გვერდზე დატოვებულ კომენტარს. აღნიშნულ პოსტში ვატო შაქარიშვილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უარყოფით მხარეებზე საუბრობდა, რაზეც ახობაძემ რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა დაწერა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს ასამბლეის გადაწყვეტილებაზე: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს
შემდეგი სტატია„მოიწვიე ფინედუ კლასში“ –  საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო