სასამართლომ პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარ ავარიის საქმეზე პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ პატრულის ეკიპაჟსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე 1 პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობილია, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება.

შემთხვევა 19 ივლისს, გამთენიისას მოხდა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში„პოლიტიკო“ – კამალა ჰარისის მოკავშირეებმა დაიწყეს დემოკრატი დონორების მოზიდვა ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმ შემთხვევისთვის, თუ ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას შეწყვეტს
შემდეგი სტატიაანდრეი პიონტკოვსკი: ტრამპის ე.წ. გეგმა არის პუტინის გეგმა, აიძულოს უკრაინა დათმოს თავისი ტერიტორია