სასამართლომ “ოცნების” სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას “ოცნების” საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ “ოცნების” სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას “ოცნების” საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა – მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე, “ქართული ოცნების” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს. ბექაურის უწყებამ სამი კრიტიკული მედიასაშუალება სამართალდამრღვევად ცნო.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პარტია, უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილი ვიდეორგოლის ეთერში გაშვებას ითხოვს, რაზეც სამი კრიტიკული ტელევიზია უარს აცხადებს.

კრიტიკულმა მედიამ ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა და ცესკოს მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რის გამოც “ოცნების” არაეთიკური წინასაარჩევნო რეკლამები ეთერებში არ გადის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: დახატული კვლევა ვერ შეცვლის ფაქტს, რომ ენმ ოპოზიციაში მყარ პირველ ადგილზეა
შემდეგი სტატიაიოსელიანი POSTV-ის ჟურნალისტის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვა ეხმაურება